понедельник, 8 сентября 2014 г.

რეფლექსია

დღე 1.მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ეს დღე ჩემთვის.ბევრი რამ გავიხსენე და ვისწავლე.იმედია,შემდეგ დღეებში უკეთესად ავითვისებ.

четверг, 29 августа 2013 г.




1)პროექტის სახელწოდება:დედამიწის დღე
2)პროექტის მთავარი თემა(იდეა):ახალგაზრდები უკეთ გაეცნონ ჩვენი პლანეტა დედამიწის არსებობის მნიშვნელობა,იმას, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დედამიწის მოვლას და პატრონობას.
3)პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალას დედამიწის მოვლასთან დაკავშირებით,გაეცნობიან დადამიწის პრობლემებს.
4)პროექტის მიზანი:მომავალმა თაობამ უკეთ გააცნობიეროს და მიხვდეს,თუ რატომ საჭიროებს ჩვენი პლანეტა მოვლას.
5)მონაწილეთა ასაკი:მე-9 კლასი.
6)ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა.
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევის,ანალიზის, ჯგუფური მუშაობის, პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნის უნარ-ჩვევებს.
8)საჭირო რესურსები: ინტერნეტი,ლიტერატურა, ციფრული კამერა, ფორმატის და თაბახის ფურცლები, ფანქრები,კალმები, მარკერები.
9)პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1)მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის მთავარი იდეის გაცნობა.
აქტივობა 2)მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვების ჩამოყალიბება.
აქტივობა 3)ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
აქტივობა 4)კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად.
                  პირველი ჯგუფი-ინტერნეტში და საცნობარო ლიტერატურაში მასალების მოძიება.
                  მეორე ჯგუფი-სურათების მოძიება,ბანერების ,სლოგანების,შესაბამისი წარწერიანი მაისურების დამზადება.
                  მესამე ჯგუფი-მოსახლეობაში გასვლა,გამოკითხვის ჩატარება.
                  მეოთხე ჯგუფი-ღონისძიების სწორად დაგეგმვა.
ორი კვირის თავზე შეიკრიბნენ,გააცნეს ერთმანეთს მოძიებული მასალები,შეაჯამეს,დაგეგმეს შესაბამისი ღონისძიებები.
აქტივობა5)შეგროვილი მასალის აუდიტორიისთვის გაცნობა.
აქტივობა6)პროექტის შეფასება.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:გეოგრაფია,ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი:ი.ნანდოშვილი.
11)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ianandoshvili@gmail.com
12)პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:iaianandosvili.blogspot.com`